შენგენის ქვეყნების ვიზა

                                                                    

 

             უვიზოდ ევროპაში !    

  2017 წლის 28 მარტიდან  საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა

  აქვთ  უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე 30 ქვეყანაში, რომელიც

მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და 4 კანდიდატ ქვეყანას:

ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა,

ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი,

უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ

მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების

ან დასაქმების მიზნით.

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან

მხოლოდ 3 თვეს.

180 დღიდან  90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.  

მაგალითად:

90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე,

მაგრამ საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი

180 დღის განმავლობაში.

უვიზო მიმოსვლის პირობებში ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგი მიზნებით:

-  ტურისტული მოგზაურობა;

-  ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;

-  საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;

-  საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;

-  მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;

-  სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს  90 დღეს !!!

უვიზოდ მგზავრობისათვის საჭირო საბუთები:

-  მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა

იყოს 3 თვეზე ნაკლები.

-  საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი,

-  სასტუმროს ჯავშანი,

-  სამოგზაურო დაზღვევა,

-  მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება. 

მაგალითად:  თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი,

დაფინანსების შესახებ ცნობა ან მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა

კანონმდებლობით განისაზღვრება.  სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არის  დღეში 

დაახლოებით 50 ევრო.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი

შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის თქვენი მგზავრობის კონკრეტული მიზანი.  მაგ.: საქმიანი ვიზიტი,

ტურიზმი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით.

გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს

თქვენი მგზავრობის მიზანს.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით  მგზავრობის შემთხვევაში, 

ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

-   ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით  მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ

დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

-   ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო

მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

-   მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი

სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით  მგზავრობის

შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:

-   იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო

დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.

-   სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

-  მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი

ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.  

გაითვალისწინეთ !!!

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე

საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა!

ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება

შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის ან ხანგრძლივი სწავლის უფლებას!

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე:

- არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას

ან შიდა უსაფრთხოებას;

- არ უნდა იყოს ნასამართლევი ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი

დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;

- არ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან მისი გაძევების შესახებ;

- არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ

უტყუარი მტკიცებულებები;

- არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომელთაც აკრძალული აქვთ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები,

აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონმდებლობა.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება

არალეგალურად.

ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე

შესვლა 5 წლამდე ვადით;

ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული ზომა - ჯარიმა 3,000 ევრომდე ოდენობით.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში

(ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე);

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს

დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც

გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე,

შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი წესების გათვალისწინების და დაცვის შემთხვევაში საშუალება გექნებათ უპრობლემოდ იმოგზაუროთ

ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, რაშიც სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი კომპანია. 

გთავაზობთ :

-  ავია ბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო ფასად,

-  ნებისმიერ ქვეყანაში სასტუმროს დაჯავშნას,

-  სამოგზაურო დაზღვევას საუკეთესო პირობებით,

-  ტურისტული პაკეტის შედგენას,

-  უფასო კონსულტაციას.

 

P.S.

კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა  !!!

 

  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ტურისტული კომპანია  TIFLIS TRAVEL 

თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. # 183