რუსეთის ვიზა

გთავაზობთ სავიზო მომსახურებას რუსეთის ვიზის მისაღებად.

    მათ, ვისაც სჭირდება რუსეთში გამგზავრება კერძო ან საქმიანი ვიზიტით, ტურისტული კომპანია TIFLIS TRAVEL 

გთავაზობთ სავიზო მომსახურებას და დახმარებას, რათა მიიღოთ 1 წლიანი ან 3 თვიანი  რუსეთის ვიზა  1-ჯერადი,

2-ჯერადი  ან  მრავალჯერადი გამოყენებით. 

რუსეთის ვიზა რომ მიიღოთ ამისათვის საჭიროა ოფიციალური მოწვევა გაცემული რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს

საიმიგრაციო სამსახურის ან რუსეთის შესაბამისი სამთავრობო უწყების მიერ. 

ასეთი მოწვევის გარეშე რუსეთის ვიზები არ გაიცემა !                                                                               

ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე დაგიმზადებთ ოფიციალურ მოწვევას გაცემულს რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო

სამსახურის ან სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყების მიერ, რომლითაც შეძლებთ რომ მიიღოთ რუსეთის ვიზა.  

მოწვევის დამზადება რუსეთის კანონმდებლობის თანახმად ხდება შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში განაცხადის 

შეტანიდან  20  სამუშაო დღის განმავლობაში. 

ჩვენ რეალურად ვამზადებთ 15 - 20 სამუშაო დღეში.

 

      ფასდაკლების  აქცია  !!!  

გთავაზობთ  ფასდაკლების  აქციას  მოწვევების  დამზადებაზე  2019 წლის ბოლომდე !

აქციის ფარგლებში მოწვევის ფასებია:    

 

 მოწვევის კატეგორია

მოწვევის ფასი
  1 წლიანი მრავალჯერადი  მძღოლის  (გადამზიდავის)  ვიზისთვის   650  ლარი 

  1 წლიანი მრავალჯერადი საქმიანი  (ბიზნეს)  ვიზისთვის  

750  ლარი

  3 თვიანი    1 - ჯერადი  ვიზისთვის 

450  ლარი
   3 თვიანი    2 - ჯერადი  ვიზისთვის  500  ლარი 

 

ვიზის მთლიანი ფასი

ვიზის მთლიანი ფასი არის:   მოწვევის ფასს + სავიზო მოსაკრებელი + სავიზო ცენტრის მომსახურების თანხა. 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია სავიზო მოსაკრებლის და სავიზო ცენტრის მომსახურების თანხა ვიზის სახეობის მიხედვით: 

 

 ვიზის სახეობა და კატეგორია

მოწვევა

(ლარი)

 

სავიზო  

მოსაკრებელი 

(ლარში)

 

  სავიზო  ცენტრის

მომსახურება 

(ლარში) 

 1 წლიანი მრავალჯერადი მძღოლის (გადამზიდავის) ვიზა 

650  240  $ 

  30  $

 1 წლიანი  მრავალჯერადი  საქმიანი  (ბიზნეს)  ვიზა

750  240  $ 

  30  $

 3 თვიანი  1 - ჯერადი ვიზა

450    80  $ 

   30  $

 3 თვიანი  2 - ჯერადი ვიზა

500   128  $ 

   30  $

 მოწვევისათვის თანხის გადახდა ხდება ჩვენთან,  ხოლო სავიზო მოსაკრებელის და სავიზო ცენტრის მომსახურების

თანხის გადახდა ხდება რუსეთის სავიზო ცენტრში ლარებში სპეციალური კურსით.

 

ვიზის გაცემის პროცედურა 

რუსეთის ვიზის მისაღებად დოკუმენტების ჩაბარება და პასუხის მიღება ხდება რუსეთის სავიზო ცენტრში, რისთვისაც საჭიროა

წინასწარი ჩაწერა ონლაინ ჩაწერის სერვისით:  https://tass-georgia.ge/ge/appointment/?/new .

სავიზო ცენტრის მომსახურების საფასურის (30 $-ის ექვივალენტი) გადახდა ხდება სავიზო ცენტრში ჩაწერის დროს საბანკო

ბარათიდან თანხის ჩამოჭრით, ხოლო შესაბამისი სავიზო მოსაკრებელის გადახდა ხდება სავიზო ცენტრში განაცხადის შეტანისას. 

ორივე შემთხვევაში თანხის გადახდა ხდება ლარში სავიზო ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური კურსით ! 

ვიზის მისაღებად დოკუმენტების სრული პაკეტი  (მოწვევა, სავიზო ანკეტა, პასპორტი, ფოტოსურათი 3.5*4.5, სადაზღვევო პოლისი)

უნდა წარადგინოთ  რუსეთის  სავიზო ცენტრში  ჩაწერის თარიღის მიხედვით, შემდეგ მისამართზე

თბილისი, ბესიკის ქუჩა # 4. მე-2 სართ. ოფისი # 205.

ყველა აუცილებელი დოკუმენტის სავიზო ცენტრში წარდგენის შემდეგ ვიზის გაცემის ვადაა 4 - 20 დღე, რეალურად გაიცემა  10 სამუშაო დღეში.

შესაძლებელია ვიზა მიიღოთ  3 - 4  სამუშაო დღეშიც, ამ შემთხვევაში სავიზო მოსაკრებლის თანხა უნდა გადაიხადოთ გაორმაგდებული ოდენობით.

 

ჩვენ გთავაზობთ:

მოწვევის ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში: 

 -  დაგიმზადებთ შესაბამის ოფიციალურ მოწვევას რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურიდან, 

 -  დაგეხმარებით რუსეთის სავიზო ცენტრში ჩაწერაში (უფასოდ), 

 -  გამოგიწერთ დაზღვევის პოლისს შესაბამისი პერიოდის მიხედვით (ფასი:  1 დღე = 1 ლარი),

 -  გაგიწევთ კონსულტაციას  (უფასოდ),

 -  საჭიროების შემთხვევაში დაგიჯავშნით ავიაბილეთს და სასტუმროს.

 

 

  რუსეთის  სამუშაო  ვიზა  

 

 მათ, ვისაც სჭირდება რუსეთში ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლება გთავაზობთ რუსეთის

1  წლიან  სამუშაო  ვიზას  365  დღის  უწყვეტად  გამოყენების უფლებით, რომლითაც უფლება გექნებათ

უწყვეტად 1 წლის განმავლობაში ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ რუსეთში (მოსკოვი, მოსკოვის ოლქი),

ისე რომ არ დაგჭირდებათ საზღვრის გადმოკვეთა 1 წლის განმავლობაში. 


ჩვენ გიმზადებთ სამუშაო ვიზას და ვუზრუნველყოფთ რეგისტრაციას რუსეთში 1 წლის განმავლობაში,

მაგრამ ჩვენ არ ვახდენთ დასაქმებას.  სამუშაო ადგილი უნდა შეარჩიოთ თქვენ თვითონ.

 

სამუშაო ვიზის გასაფორმებლად საჭიროა:

-  საზღვარგარეთის პასპორტი, არანაკლებ 2 წლიანი ვადით,

-  ვიზის მსურველს არ უნდა ჰქონდეს რუსეთიდან დეპორტაცია, გამოძევება, ნასამართლობა და სხვა

ხელისშემშლელი მიზეზები.

 

ვიზის გაფორმება ხდება 1 თვეში.

 

1 წლიანი სამუშაო ვიზის მთლიანი ღირებულება  -  7200  ლარი.

 

ვიზის ღირებულებაში შედის:

-  სამუშაო ვიზისათვის კვოტის გამოსყიდვა რუსეთის საიმიგრაციო სამსახურიდან,

-  შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევა და შეთანხმების გაფორმება, 

-  3 თვიანი ერთჯერადი ვიზის მოწვევა სამუშაო ვიზის მისაღებად რუსეთში ჩასასვლელად,

-  ჯანმრთელობის ცნობა, ყველა აუცილებელი გამოკვლევების ჩათვლით,

-  რუსული ენის სერთიპიკატის აღება,

-  ყველა დოკუმენტაციის მომზადების, თარგმანის და ნოტარიულად დამოწმების ხარჯები,

-  სამუშაო ვიზის აღების (მ.შ. პლასტიკური ბარათის დამზადების) ხარჯები,

-  რუსეთში რეგისტრაცია ვიზის მოქმედების პერიოდში და სხვა.

   

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

   032 235 20 02

ან   599 44 70 30

 

 

 

რუსეთის  დაჩქარებული  ვიზა  !!! 

 

   ფასდაკლების  აქცია  დაჩქარებულ  ვიზებზე  !!!  

გთავაზობთ  ფასდაკლების  აქციას  დაჩქარებული მოწვევების  დამზადებაზე  2019 წლის ბოლომდე !

 

მათ, ვისაც სჭირდება რუსეთში სასწრაფოდ გამგზავრება არა უმეტეს  3 თვის ვადით, გთავაზობთ სპეციალური მოწვევის

(ტელექსის) დამზადებას  7  სამუშაო დღეშირომლითაც საშუალება გექნებათ მიიღოთ შესაბამისი ვიზა  3  სამუშაო დღეში

 

აქციის ფარგლებში დაჩქარებული ვიზის  ფასები:     

ტელექსის მეშვეობით დაჩქარებული ვიზის ფასი შედგება სამი ნაწილისაგან.  ეს არის: 

ტელექსის ფასი + სავიზო ცენტრის მომსახურების თანხა + სავიზო მოსაკრებელი, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: 

 

ვიზის კატეგორია

 ტელექსი  

(7 სამუშაო დღეში)

სავიზო  ცენტრის მომსახურება 

(ექვივალენტი ლარში)

სავიზო მოსაკრებელი 

(ვიზის გაცემა  10  სამუშაო დღეში)

სავიზო მოსაკრებელი 

(ვიზის გაცემა  3  სამუშაო დღეში)

  1 თვიანი  1-ჯერადი ვიზა

700  ლარი

30  $  80  $   (ლარში) 160  $   (ლარში) 

  3 თვიანი  2-ჯერადი ვიზა 

800  ლარი 30  $  128  $    (ლარში) 256  $    (ლარში) 

ტელექსის თანხის გადახდა ხდება ჩვენთან,  ხოლო სავიზო მოსაკრებელის  და სავიზო ცენტრის მომსახურების

თანხის გადახდა ხდება რუსეთის სავიზო ცენტრში ლარებში სპეციალური კურსით.

 

ტელექსის ჩვენთან შეკვეთის შემთხვევაში: 

 -  დაგიმზადებთ დაჩქარებულ მოწვევას (ტელექსს) რუსეთის შესაბამისი უწყებიდან, 

 -  შეგივსებთ სავიზო ანკეტას - უფასოდ,

 -  დაგეხმარებით რუსეთის სავიზო ცენტრში ჩაწერაში (უფასოდ), 

 -  გამოგიწერთ დაზღვევის პოლისს შესაბამისი პერიოდის მიხედვით (ფასი:  1 დღე = 1 ლარი),

 -  გაგიწევთ კონსულტაციას  (უფასოდ),

 -  საჭიროების შემთხვევაში დაგიჯავშნით ავიაბილეთს და სასტუმროს.

 

P.S.   გაითვალისწინეთ,  რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვიზა (გარდა სამუშაო ვიზისა) არ გაძლევთ რუსეთში 

ლეგალურად მუშაობის უფლებას ! 

ასევე, 1  წლიანი მრავალჯერადი საქმიანი ვიზა არ გაძლევთ საშუალებას 1 წლის განმავლობაში  უწყვეტად  იყოთ

რუსეთის ტერიტორიაზე,  არამედ,  ამ  ვიზით  1  წლის განმავლობაში შეგიძლიათ მრავალჯერ გადაკვეთოთ რუსეთის

საზღვარი საქმიანი ან კერძო მიზნებით, იმ პირობით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა  არ უნდა აღემატებოდეს

90 დღეს ყოველი 180 დღის განმავლობაში. 

 

მოწვევისათვის საჭირო დოკუმენტები:

-  პასპორტი,  რომლის მოქმედების  ვადა  უნდა იყოს თქვენს მიერ  რუსეთის ფედერაციიდან  გამომგზავრების  

   სავარაუდო  თარიღის შემდგომი  მინიმუმ 6 თვე (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდს);

- პირადი მონაცემები (საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, და ა.შ.);

- ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ, ან მეწარმის შესახებ, ორგანიზაციის რეკვიზიტები (საქმიანი ვიზის შემთხვევაში);  

- შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა (მძღოლის ვიზის შემთხვევაში).

ვიზის მისაღებად სავიზო ცენტრში ან საკონსულოში აუცილებლად წარსადგენი  დოკუმენტები:

-  მოწვევა,  გაცემული რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურის მიერ  (ორიგინალი ბლანკზე ან ელექტრონული),

-  საზღვარგარეთის პასპორტი და სურათიანი გვერდის ასლი (პასპორტის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე რუსეთიდან

   გამოსვლის თარიღიდან),  

-  ფოტო სურათი ზომით  3,5 X 4,5   -  (ახალ გადაღებული),

-  სავიზო ანკეტა სრულად შევსებული,

-  სადაზღვევო პოლისი,

 

შენიშვნა:  

საკონსულომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა   

(მოგზაურობის მიზნების ახსნა-განმარტება, ცნობა ნასამართლობის შესახებ და ა.შ.).

უნდა გაითვალისწინოთ, რომ  მართალია მოწვევა არის მთავარი დოკუმენტი ვიზის მისაღებად, მაგრამ იგი

ჯერ კიდევ არ არის ვიზის აუცილებლად მიღების გარანტია, რადგან ვიზის გაცემაზე უარის მიზეზი შეიძლება იყოს:  

ნასამართლობა, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევა, რუსეთში უვიზოდ ან ვადაგადაცილებით ყოფნა,

ადმინისტრაციული ჯარიმები, სხვადასხვა დარღვევების გამო რუსეთიდან გამოძევება, დეპორტაცია,

რუსეთისათვის მიუღებელ ორგანიზაციებთან  სავარაუდო კავშირი და ა.შ.     

ვიზის  გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს რუსეთის ფედერაციის საკონსულო სამსახური  ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, ასევე მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ინფორმაციის გათვალისწინებით  რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობიდან გამომდინარე.  

ჩვენ მოგიმზადებთ  ყველა საჭირო დოკუმენტს და გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას, რაც დაგეხარებათ ვიზის მიღებაში.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტებით ვიზა მიიღო ჩვენი მომხმარებლების  100  %-მა.

 

                                                                                                                                                           

დეტალური ინფორმაციისათვის

დაგვიკავშირდით:                  ☎   (+995 32) 235 20 02

                                                            599 44 70 30                                                            

ან მოგვწერეთ:  

ელ. ფოსტა:   This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 ტურისტული კომპანია  TIFLIS  TRAVEL 

თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. # 183