კანადის ვიზა

გთავაზობთ სავიზო მომსახურებას კანადის ვიზის მისაღებად

ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ყველა წაჭირო დოკუმენტის მომზადებაში, გაგიწევთ კონსულტაციას

ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგივსებთ სააპლიკაციო ფორმებს, მოგიმზადებთ და

გითარგმნით სათანადო დოკუმენტებს, შეგიდგენთ სამოტივაციო წერილს.

ვინაიდან კანადის სახელმწიფოს არ გააჩნია საქართველოში საკონსულო განყოფილება, საქართველოს მოქალაეებს

ვიზით უზრუნველყოფს კანადის საელჩოს საკონსულო განყოფილება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.  

დისტანციურ რეჟიმში სავიზო განაცხადი შეიძლება გაკეთდეს:  ტურისტულ ვიზაზე, კერძო ვიზიტორის ვიზაზე,

საქმიანი და სასწავლო ვიზებზე.

სხვა დანარჩენი ვიზის კატეგორიებზე საჭიროა საკონსულოში პირადად გამოცხადება.

ვიზის მიაღებად საჭირო დოკუმენტები: 

ვიზის მიღებისათვის ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას და თქვენს მყარ

სოციალურ-ეკონომიკურ კავშირებს საკუთარ ქვეყანასთან. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები,

რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

-  მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე ძველი ვიზიანი პასპორტები;

-  სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან, ხოლო ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ;

-  ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

-  დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

-  დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

-  ნასამართლობის შესახებ ცნობა (საჭიროების შემთხვევაში); 

-  საკრედიტო ბარათი საკონსულოს სავიზო მოსაკრებლის გადახდისათვის. 

სავიზო მოსაკრებელი

სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 100 კანადურ დოლარს - (დაახლოებით 280  ლარს).

ამას დაემატება ბიომეტრიული მონაცემების აღება - 85 კანადური დოლარი (დაახლოებით 240 ლარი).

ასევე შესაძლებელია საკონსულოში სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო.

ამიტომ უმჯობესია წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს სპეციალისტებთან.

სავიზო მომსახურების ფასი: 

ჩვენის მიერ გაწეული სრული სავიზო მომსახურების ფასია:

- ონლაინ აპლიკაციის გადაგზავნის შემთხვევაში  -  240 ლარი, 

- ან, თბილისში სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარებისას - 120 ლარი.

სავიზო მომსახურების საფასურში შედის:

-  სააპლიკაციო ფორმის მომზადება, 

-  ტურისტული პაკეტის შედგენა;

-  კონსულტაცია;

-  მთლიანი სავიზო პაკეტის  ატვირთვა  კანადის სამთავრობო ვებ გვერდზე; 

დამატებით გთავაზობთ

-  დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება;

ვადები

დოკუმეტების გადაგზავნის და საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის შემდეგ საბუთების განხილვა, როგორც წესი,

ხდება 3 კვირის ვადაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევბში შესაძლებელია განხილვის ვადა მეტი ხნითაც გაგრძლედეს.

დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდება თქვენი ორიგინალ პასპორტის გადაგზავნა ანკარაში კანადის საკონსულოში,

საიდანაც პასპორტის მიღება ხდება 5 სამუშაო დღეში.

 

გაითვალისწინეთ, ვიზაზე უარის შემთხვევაში საკონსულოს მოსაკრებლის და სავიზო მომსახურების საფასური უკან

დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ვიზის მიღების ალბათობა:

ვიზის მიღების შანსი დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე საკუთარ ქვეყანასთან.  

რაც მეტად შეძლებთ წარმოაჩინოთ, რომ ხართ რეალიზებული და წარმატებული თქვენს ქვეყანაში, გაგაჩნიათ

სტაბილური შემოსავალი, ასევე სამომავლოდ კიდევ განვითარების პერსპექტივა, მით მეტად გაიზრდება ვიზის

მიღების ალბათობა.

ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან, რომ კვალიფიციურად და მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს საჭირო

დოკუმენტების მომზადება, გაგიწევენ აუცილებელ კონსულტაციას.

ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო.  

თუმცა  კვალიფიციურად და სწორად მომზადებული დოკუმენტები ბევრად ზრდის ვიზის მიღების ალბათობას.  

ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებს.

 

P.S.

კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა  !!!

 

 

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ტურისტული კომპანია  TIFLIS TRAVEL  

თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. # 183