დასახელება: |
სასტუმრო „შერატონი“ |
კლასიფიკაცია : |
ლუქს კლასის სასტუმრო ***** |
მისამართი: |
ქ. ბათუმი, ცენტრში, რუსთაველის ქ. # 28 |
ნომრების რაოდენობა: |
სულ - 202, მ.შ.: 26 - ლუქსი. |
ბოლო რემონტი: |
2009 |
დამატებითი ინფორმაცია: |
სასტუმრო განთავსებულია ბათუმის ცენტრალურ ბულვართან, და ზღვის ზოლიდან დაშორებულია 20 მ-ით, აეროპორტიდან 7 კმ–ით, ხოლო პორტიდან 1 კმ-ით.
სასტუმრო „შერატონი“ პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროს 21-ე სართულზე 300 კვ. მ.-ზე განთავსებულია პენტჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვისა და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოდ „შერატონისათვის“ დამზადებული სვით-სლიფერ საწოლებით და ტროპიკული საშხაპეებით. ვესტიბიულში დამონტაჟებულია Link@Sheraton-ის უნიკალური საკომუნიკაციო ცენტრი, სადაც სტუმრებს შეეძლება ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ინტერნეტ სორფინგის განხორციელება და მოგზაურობის დროს თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდამ კავშირში ყოფნა. 750 კვადრატულ მეტრიანი შაინ სპა-შერატონის გამაჯანსაღებელი ცენტრი მოიცავს დახურულ და ღია აუზს, საუნას, ორთქლის ოთახს, არაჩვეულებრივ თურქულ აბანოსა და მასაჟის კაბინეტებს. თქვენ შეგიძლიათ განიტვირთოთ შერატონის ფიტნესს ცენტრში, სადაც კომპანიას შემუშავებული აქვს რჩეული ვარჯიშების პროგრამა, რომლის წყალობითაც მოგზაურობის დროსაც მუდამ ფორმაში და ენერგიით აღსავსენი იქნებით. |