დასახელება: |
სასტუმრო „როიალ ბატონი“ |
კლასიფიკაცია : |
ლუქს-კლასის სასტუმრო |
მისამართი: |
კახეთი, ყვარელი, ილიას ტბა |
ნომრების რაოდენობა: |
|
ბოლო რემონტი: |
2013 |
დამატებითი ინფორმაცია: |
როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია: სტანდარტული და ლუქს კლასის ნომრები, 100 პერსონაზე გათვლილი რესტორანი ილიას ტბის ულამაზეს ხედზე გამავალი ვერანდით, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძებით. დიეტური და ვეგეტარიანული სამზარეულო (მოთხოვნით). ლაუნჯი და ღია ბარი ვერანდაზე. § საკონფერენციო დარბაზი; § ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით; § მარანი; § საუნა; § სიგარა რუმი. როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა. როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო.
|