დამატებითი ინფორმაცია:
|
სასტუმრო "შატო ყვარელი" მდებარეობს კახეთში ქ.ყვარელში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 400მ სიმაღლეზე. იგი ქალაქის ცენტრშია განლაგებული, სადაც ეკლესიები, მუზეუმები, ისტორიული ციხე და სხვა ღირსშესანიშნაობებია. სასტუმრო ,,შატო ყვარელი" კორპორაცია "ქინძმარაულის" საკუთრებაა, სადაც თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის ღვინოები, გაეცნოთ ღვინის წარმოების თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს, აგრეთვე მიიღოთ მონაწილეობა რთველში. სასტუმროში განთავსებულია 26 სტანდარტული ოთახი, საკომფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით. სასტუმროშივეა რესტორანი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ, როგორც ქართული ასევე ევროპული კერძები. მას გარს არტყამს უძველესი ციხე - გალავანი. მაგიდები განლაგებულია ღია ცის ქვეშ. ეზოში სუფევს სასიამოვნო გარემო. კაფე მუშაობს დილის 9სთ-დან საღამოს 9სთ-მდე.
სასტუმრო ,,შატო ყვარელში" 26 სტანდარტული ტიპის, როგორც 1 საწოლიანი (ტყუპი) ასევე 2 საწოლიანი ოთახია. ოთახები განლაგებულია სასტუმროს მე-2 და მე-3 სართულებზე. ოთახების მოწყობილობა: - ორმაგი მინის კედლები და აივანი მე-3 სართულზე - ინდივიდუალური, დისტანციურად მართვადი გათბობა და ჰაერის კონდიცირება ყველა ოთახში - მინი-ბარი - 24 საათიანი ოთახის მომსახურება და დალაგება - პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით - ხის ავეჯი - სწრაფი ინტერნეტი - Wi-Fi ყველა ოთახში - ანტი ალერგიული თეთრეული - აბაზანებში: გამოყოფილი საშხაპე კაბინები, მარმარილოს ხელსაბანები, თმის საშრობი, პირსაწმენდი (ხელის, ტანის), ტანის მოვლის საშუალებები.
|