| დასახელება: | სასტუმრო „კაბადონი” | 
| კლასიფიკაცია : | ბუტიკის ტიპის სასტუმრო | 
| მისამართი: | სიღნაღი, თამარ მეფის ქ. # 1 | 
| ნომრების რაოდენობა: | 21 | 
| ბოლო რემონტი: | 
 | 
| დამატებითი ინფორმაცია: | ბუტიკ-სასტუმრო „კაბადონი“ სიღნაღის ცენტრშია განთავსებული მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების უსაყვარლესი ადგილია. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. 
 ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. „კაბადონის“ ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, მომხმარებლები თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპაპროცედურებით სარგებლობასაც შეძლებენ. 
 | 

 
						 
						 
						


 
  
  
 


