დასახელება: |
სასტუმრო „ლოპოტა რეზორტი“ |
კლასიფიკაცია : |
კურორტი სასტუმრო |
მისამართი: |
თელავი, ნაფარეული, ლოპოტას ხეობა
|
ნომრების რაოდენობა: |
|
ბოლო რემონტი: |
|
დამატებითი ინფორმაცია: |
„ლოპოტა რეზორტი” ქალაქი თბილისიდან 100 კილომეტრში, ხოლო თელავიდან 26 კილომეტრში არსებული დასასვენებელი კომპლექსია.ულამაზესი ტბა, არაჩვეულებრივი ბუნება და ევროპული სტანდარტის კომფორტი საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. „ლოპოტა რეზორტის” სარეკრეაციო ზონა მილიონ კვადრატულ მეტრს უტოლდება. ულამაზესი ტბის გარშემო სასტუმროს 6 შენობა დგას. ტბის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ყველაზე პირველი, 7 ოთახიანი შენობა. 2012-2013 წლებში „ლოპოტა რეზორტს” დაემატა ახალი სასტუმრო, 43 ნომრით. ჯამში, „ლოპოტა რეზორტის” დასასვენებელ კომპლექსს შეუძლია უმასპინძლოს 120 სტუმარს. ტერიტორიას დაემატა სასტუმროს 2 ახალი შენობა, 30 ნომრით, სადაც განთავსებული არის ლუქსები, საოჯახო ნომრები, დუპლექსები და სხვა სახის ოთახები. ტერიტორიაზე მრავალი გასართობი საშუალებაა. დამსვენებლებს ეძლევათ საშუალება იჯირითონ ცხენებზე, გაისეირნონ წყლისა და ხმელეთის ველოსიპედებით, ითევზაონ, ითამაშონ ჩოგბურთი ან მინი გოლფი, მონაწილეობა მიიღონ კახური, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და ჭაჭის გამოხდაში.
|