დასახელება: |
სასტუმრო „შატო მერე“ |
კლასიფიკაცია : |
ღვინის სასტუმრო |
მისამართი: |
ქ. თელავი, ქალაქგარეთ, სოფელი ვარდისუბანში |
ნომრების რაოდენობა: |
სულ: 15 |
ბოლო რემონტი: |
2011 |
დამატებითი ინფორმაცია: |
ღვინის სასტუმრო “შატო მერე” თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანთან 2011 წელს გაიხსნა. „შატო მერე“ თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (85 კმ) სავალ მანძილზეა. შატო ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა, დიდი ქვის გალავნით, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმროს კომპლექსში შედის 15 სასტუმრო ოთახი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი და ჯაკუზი, კომპანია „ვინივერიას“ ღვინის საწარმო და ქვევრების მარანი, აგრეთვე საჩუქრების მაღაზია და საჯინიბო. |