ტურისტული კომპანია
კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა !!!
2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის გადამზიდავ მძღოლებს,
შეუძლიათ გაემგზავრონ რუსეთში უვიზოდ !
გაითვალისწინეთ, რომ უვიზო რეჟიმის დროს შეგიძლიათ მრავალჯერ გადაკვეთოთ რუსეთის საზღვარი
საქმიანი ან კერძო მიზნებით, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს
90 დღეს ყოველი 180 დღის განმავლობაში.
ვიზა კვლავ საჭიროა 90 დღეზე მეტი ხნით რუსეთის რერიტორიაზე დარჩენის შემთხვევაში !
მაგალითად, ვიზა დასჭირდებათ:
- რუსეთის მოქალაქეების ახლო ნათესავებს, რომლებსაც სურთ რუსეთში 1 წლამდე დარჩენა,
- რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს გრძელვადიანი სწავლისთვის.
- ასევე, ვიზა იქნება საჭირო რუსეთში მუშაობისათვის (სამუშაო ვიზა).
ვიზის გაცემის პროცედურა
რუსეთის ვიზის მისაღებად დოკუმენტების სრული პაკეტი (მოწვევა, სავიზო ანკეტა, პასპორტი, ფოტოსურათი 3.5*4.5)
უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბესიკის ქუჩა # 4. მე-2 სართ. ოფისი # 205.
ამისათვის მოწვევის დამზადების შემდეგ საჭიროა წინასწარ ჩაწერა ონლაინ ჩაწერის სერვისით, რომლის დროსაც ხდება
სავიზო ცენტრის მომსახურების საფასურის (30 $-ის ექვივალენტი) გადახდა, ხოლო შესაბამისი სავიზო მოსაკრებელის
გადახდა ხდება სავიზო ცენტრში განაცხადის შეტანისას.
სავიზო ცენტრში საჭიროა ასევე სავიზო ანკეტის შევსება, რომელსაც ცენტრის ოპერატორები ასრულებენ და ამისათვის
გადასახდელი თანხა შეადგენს 10 ლარს ყოველი შევსებული გვერდისათვის. (ძირითადად ივსება 3 გვერდი).
სავიზო მოსაკრებელის გადახდა ხდება ლარში სავიზო ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური კურსით !
ყველა აუცილებელი დოკუმენტის სავიზო ცენტრში წარდგენის შემდეგ ვიზის გაცემის ვადაა 4-20 დღე, რეალურად
გაიცემა 5-10 სამუშაო დღეში.
შესაძლებელია ვიზა მიიღოთ 3-4 სამუშაო დღეშიც, ამ შემთხვევაში სავიზო მოსაკრებლის თანხა უნდა გადაიხადოთ
გაორმაგდებული ოდენობით.
მოწვევისათვის საჭირო დოკუმენტები:
- პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს თქვენს მიერ რუსეთიდან გამომგზავრების სავარაუდო თარიღის
შემდგომი მინიმუმ 6 თვე (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდს);
- მძღოლის მართვის მოწმობა (მძღოლის ვიზის შემთხვევაში);
- ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ, ან მეწარმის შესახებ, ორგანიზაციის რეკვიზიტები (საქმიანი ვიზის შემთხვევაში);
ვიზის მისაღებად სავიზო ცენტრში ან საკონსულოში აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტები:
- მოწვევა, გაცემული რუსეთის შსს-ს საიმიგრაციო სამსახურის მიერ (ელექტრონული ან ორიგინალი ბლანკზე),
- საზღვარგარეთის პასპორტი (პასპორტის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე რუსეთიდან გამოსვლის თარიღიდან),
- ფოტო სურათი ზომით 3,5 X 4,5 - (ახალ გადაღებული),
- სავიზო ანკეტა სრულად შევსებული,
- სადაზღვევო პოლისი.
გაითვალისწინეთ:
საკონსულომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა
(მოგზაურობის მიზნების ახსნა-განმარტება, ცნობა ნასამართლობის შესახებ და ა.შ.).
უნდა გაითვალისწინოთ, რომ მართალია მოწვევა არის მთავარი დოკუმენტი ვიზის მისაღებად, მაგრამ იგი ჯერ კიდევ
არ არის ვიზის აუცილებლად მიღების გარანტია, რადგან ვიზის გაცემაზე უარის მიზეზი შეიძლება იყოს:
ნასამართლობა, რუსეთის ან ბელორუსის მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევა, რუსეთში უვიზოდ ან ვადაგადაცილებით
ყოფნა, ადმინისტრაციული ჯარიმები, სხვადასხვა დარღვევების გამო რუსეთიდან ან ბელორუსიდან გამოძევება, დეპორტაცია,
რუსეთისათვის მიუღებელ ორგანიზაციებთან სავარაუდო კავშირი და ა.შ.
ვიზის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს რუსეთის ფედერაციის საკონსულო სამსახური ოფიციალური
მოწვევის საფუძველზე, ასევე მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ინფორმაციის გათვალისწინებით რუსეთის ფედერაციის
კანონმდებლობიდან გამომდინარე.
ჩვენ მოგიმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს და გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას, რაც დაგეხარებათ ვიზის მიღებაში.
ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტებით ვიზა მიიღო ჩვენი მომხმარებლების 100 %-მა.
კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა !
ტურისტული კომპანია TIFLIS TRAVEL
თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. # 183
(+995) 599 44 70 30
დ. აღმაშენებლის გამზ. № 183, თბილისი, საქართველო, 0112
2018-2021 ©Tiflis Travel -Travel Company in Georgia |
Created by prosite.ge i.a.w GT Studio |